ტრამპმა რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, ამას არამეგობრულ ნაბიჯად არ მივიჩნევთ

ტრამპმა რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, ამას არამეგობრულ ნაბიჯად არ მივიჩნევთ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რომ არ მიულოცა, ამას ჩვენ არამეგობრულ ნაბიჯად არ მივიჩნევთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არ არის საჭირო ამის არამეგობრულ ნაბიჯად მიჩნევა. პუტინი ღიაა ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სადაც ეს საინტერესო და აუცილებელი იქნები. პრეზიდენტი უცხოელი ლიდერებისგან მოლოცვებს იღებს. ვიღაცას არ შეუძლია დარეკვა გრაფიკის გამო, რაღაც სხვა მიზეზის გამო. არ არის საჭირო ამის გაბუქება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხით უამრავი მოსალოცი ტელეგრამა მოდის და მან ზუსტად არ იცის არის თუ არა მათ შორის ამერიკის ლიდერის ტელეგრამა.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა. ბიულეტენების 99,84%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76,6% მიიღო.