საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება, ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება, ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

საქართველოში, ხვალ წვიმა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება.