ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს

ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს

ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს. УНН-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, პარლამენტში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ განაცხადა.

„როგორც ჩანს, დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოგვიწევს. ალბათ, ახლა ეს კრიტიკული მომენტი ჯერ არ დამდგარა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების გზით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ლუცენკომ.

აღსანიშნავია, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა ივან ვინიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ემხრობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის იდეას.