კუს ტბის საბაგირო მგზავრებს 20 მარტს ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო მგზავრებს 20 მარტს ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ კუს ტბის საბაგირო  20 მარტს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმიური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი. საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის