გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „რუსეთი რჩება რთულ პარტნიორად, თუმცა მისი დახმარება საჭიროა დიდი საერთაშორისო კონფლიქტების გადასაწყვეტად. გვსურს დიალოგის გაგრძელება, რუსეთისგან კონსტრუქციულ ჩართულობას ველოდებით“ , - განაცხადა მინისტრმა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების დაახლოვებით 99%-ის დამუშავების შედეგად მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.66% მიიღო.
მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.