რუსმა ხალხმა იცის, რომ პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე უსაფუძვლოა

რუსმა ხალხმა იცის, რომ პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე უსაფუძვლოა

ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

„ის, რომ პუტინს ასეთი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რათა ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი ყოფილიყო, მოწმობს, რომ რუსმა ხალხმა იცის, პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე - უსაფუძვლოა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფლების მოყვარე ყველა რუსს“, - წერს მაკკეინი. 

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% დააგროვა.

მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.