საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებსა და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"გასულ კვირას მქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე უდიდესი პრობლემაა. პარლამენტის თავმჯდომარეს შევთავაზეთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაუკავშირდეს აშშ-ის შესაბამის წარმომადგენლებს იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რაც აღნიშნული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით არსებობს", - განაცხადა იან კელიმ.