იან კელი:  პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზედ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში

იან კელი: პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზედ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ის ელჩმა ნაყოფიერად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. 

„პირველ რიგში გეტყვით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზედ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში. მას ჰქონდა შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთან, ექსპერტთა საზოგადოებასთან და თეთრ სახლში, უსაფრთხოების წარმომადგენელთან. მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან. მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 13-16 მარტს იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გამართა.