აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს თანხმობის გარეშე რაიმე სახის ქმედების განხორციელება დაუშვებელია

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს თანხმობის გარეშე რაიმე სახის ქმედების განხორციელება დაუშვებელია

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს თანხმობის გარეშე რაიმე სახის ქმედების განხორციელება დაუშვებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნის კომენტირებისას განაცხადა. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რადგანაც ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და, შესაბამისად, იქ რაიმეს განხორციელება საქართველოს თანხმობის გარეშე არის მიუღებელი“, - განაცხადა ბათუმში, ამერიკულ გემზე გამართული მიღების შემდეგ ამერიკის ელჩმა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ექვსი საარჩევნო უბანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი უბნები კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სხვა რაიონებში მუშაობს.