საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს

ხვალ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. 

ეს არის უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია უმცირესობის ინიციატივა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნისა და აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

რეზოლუციის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგენს.
საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება.