"ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს"

ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. და ორი დღეა მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს:

დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით?

აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენ მეგობარს?

შე, ორტრაკავ, და კლანის წევრო, უღალატებ თუ არა შენ პრინციპებს?

უღალატებ თუ არა მსხვერპლ ქალს შენი მეგობრის გამო?

და გიყურებს ათასი თვალი

და ითხოვენ, რომ შენ შენი სოციალური როლი შეასრულო;

ან არა და გამოემშვიდობო მიუკერძოებელი და პრინციპული პროფესიონალის სტატუსს.

და არ აწყობთ პასუხი: 

მე ვერ გავერევი ამაში, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

- ეგრე ბებიაშენს ელაპარაკე, გეტყვის ძალადობის ყოფილი მსხვერპლი.

-მაინც დაჩმორდა ეს ორტრაკა, იტყვის მეორე.

მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი,

მე მინდა ვიყო ადამიანი.

პ.ს. მე ვეთიშები საზმაუს კონკურსს.

პ.ს.ს. ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.