ლონდონის პოლიციის ცნობით, ნიკოლაი გლუშკოვი კისრის მოტეხილობის შედეგად გარდაიცვალა

ლონდონის პოლიციის ცნობით, ნიკოლაი გლუშკოვი კისრის მოტეხილობის შედეგად გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსი ბიზნემენის, ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების საქმეზე საქმე „მკვლელობის“ მუხლით აღძრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, გლუშკოვი კისრის მოტეხილობის შედეგად არის გარდაცვლილი. პოლიციის მტკიცებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება გლუშკოვის გარდაცვალებისა და სეგრეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან კავშირის შესახებ.

„აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის და ბორის ბერეზოვსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორის ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ფაქტი 13 მარტს მისმა ადვოკატმა ანდრეი ბოროვკოვმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა.