პრეზიდენტის ინიციატივა სწორია, თუმცა პრემიერის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა

პრეზიდენტის ინიციატივა სწორია, თუმცა პრემიერის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტის იდეა სწორია, თუმცა პრემიერის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა". 

კანდელაკი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ამერიკამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღოს. 

"ეს არის სწორი იდეა. დღეს შეიქმა საქართველოსთვის ხელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურა, ჩვენი პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც არ მიუღია სანქციების პაკეტი. მათი არმიღების შემთხვევაში იმის შანსი, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს, არ იარსებებს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.