ამ დროის ინფორმაციით, მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე მოქალაქე

ამ დროის ინფორმაციით, მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე მოქალაქე

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ CBS Miami იუწყება. დაშავებულია 10-მდე მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციის, მაშველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

უბედური შემთხვევის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.