მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად

მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად

მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მე ველი, რომ ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც საქართველოს ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში შეაქვს. გასულ კვირას მე საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი და მწუხარება გამოვხატე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.