საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას საქართველოს ხელისუფლება აქეზებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ამგვარ პრაქტიკას საქართველოს ხელისუფლება აქეზებს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს პროპაგანდისტური მიზნებისათვის იყენებს“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.
მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში არაერთხელ გააფრთხილა ქართული მხარე „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაუშვებლობაზე“.
გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები.