დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული

დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული

დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთი თავის ენერგეტიკულ რესურსებს იყენებს, რათა ზეწოლა განახორციელოს იმ ქვეყნებზე, ვისაც ამ რესურსებს აწვდის“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შეძენის შესაძლებლობებს სწავლობს, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთის გავლენა, რომელსაც რუსეთი ენერგეტიკული ბაზრების მეშვეობით ახორციელებს.

შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.