საქართველოს უსაფრთხოება არის დიდი გამოწვევის წინაშე, - ამის შეხაებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტრატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, რეგიონში მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება და ხშირია შემთხვევა, როცა მეზობელი ქვეყნების ინტერესები საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება სწორად აფასებს მოვლენებს და დგამს ნაბიჯებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი არ დაზიანდეს.
„საქართველოს უსაფრთხოება არის დიდი გამოწვევის წინაშე, ვიმყოფებით ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ რეგიონში, ჩვენი ქვეყნის 25% ოკუპირებულია ჩვენი მეზობლის მიერ, რომელიც არის ძალიან ძლიერი, აგრესიული და უპასუხისმგებლოა თავისი საგარეო პოლიტიკით. რუსეთი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლურ ცივილიზაციას. ასევე, გვყავს მეზობლები, სადაც ელვის სისწრაფით ვითარდება პროცესები. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ადამიანების სიცოცხლე არ ფასობს. ხედავთ, რა ხდება სირიაში. ჩვენ გვყავს მეზობლები, რომელთა ინტერესებიც ხშირად არ ემთხვევა საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვცურავთ ამ დიდ აღლევებულ ზღვაში პატარა ნავით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნავი არ ჩავძიროთ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.