„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი იქნება გაძევებული.
„პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რათა პუტინს პასუხი აგებინოს სელისბერში ქიმიური შეტევისთვის. აშშ ჩვენს მოკავშირეს გვერდით უნდა დაუდგეს და უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფასი გადაიხადოს თავისი შემზარავი დანაშაულებისთვის“, - დაწერა ჯონ მაკეინმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.