რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც ტერეზა მეიმ თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი და შეფასებას იმის შესახებ, როგორი მინისტრია, მას რუსეთის პრეზიდენტი აძლევს.
მე მესმის, რომ თქვენ გინდათ სხვაგვარად იფიქროთ, მაგრამ თქვენი მინისტრი ბორის ჯონსონია“, – დაწერა ზახაროვამ სოციალურ ქსელ facebook – ში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს განაცხადა, რომ ლონდონი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.