ხომ არ მივიღებთ ”სითი პარკის” ნაცვლად ახალ ”სითი პარკს”? ვის მოუწევს ჯარიმის თანხის გადახდა - თბილისის ბიუჯეტს თუ ახალ კომპანიას?

ხომ არ მივიღებთ ”სითი პარკის” ნაცვლად ახალ ”სითი პარკს”? ვის მოუწევს ჯარიმის თანხის გადახდა - თბილისის ბიუჯეტს თუ ახალ კომპანიას?

დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ”სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვთ. პირველ რიგში, ისინი ინტერესდებიან თუ ვინ გადაიხდის ჯარიმას და რა პირობებით შემოვა ახალი კომპანია. 

”მნიშვნელოვანია ორი საკითხი. პირველი საკითხია: არის თუ არა მზად მერია გადაიხადოს ჯარიმა და ვის მოუწევს ამ თანხის გადახდა - თბილისის ბიუჯეტს თუ ახალ კომპანიას. მეორე საკითხია თუ ვინ მოაწესრიგებს დედაქალაქში პარკირების სისტემას და ხომ არ მივიღებთ იმას, რომ ”სითი პარკი” ახალმა ”სითი პარკმა” ჩაანაცვლოს”, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ. 

”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალმა კომპანიამ უზრუნველყოს კომფორტი მოქალაქეებისთვის და განტვირთოს ქალაქი. 

”მნიშვნელოვანია როგორ მოგვარდება სადგომი ადგილების პრობლემა, მიწისზედა სადგომები იქნება თუ მიწისქვეშა, იქნება თუ არა მომავალში დაჯარიმება, იქნება თუ არა ავტომობილების სადგომებზე გადაყვანა და ა.შ. ანუ როგორი იქნება სისტემა, განტვირთავს თუ არა ქალაქს და შეუქმნის თუ არა კომფორტს მოქალაქეებს, რაც ვერ მოხდა ”სითი პარკის” პირობებში”, - განაცხადა გაბაშვილმა.