პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვასა და პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის სულისკვეთებაში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ

პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვასა და პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის სულისკვეთებაში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ

პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებული მიმართვა აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის სულისკვეთებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“მე აქ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. პრემიერის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირება. ეს არის ის პოზიცია, რასაც ჩვენ მუდმივად გვიმეორებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად შესაძლებელია უმრავლესობის და უმცირესობის ერთ ტექსტზე შეჯერება და მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება.

“არის სამართლებრივი საკითხები, რასაც უფრო მეტი სიზუსტე სჭირდება. პოლიტიკური შეფასების ნაწილში კი, ის კონსულტაციები, რომელიც გრძელდება, პოზიციების შეჯერებით დასრულდება - მე ასეთ იმედს გამოვთქვამ“, - აღნიშნა ბესელიამ.