ტრამპი და კიმ ჩენ ინი ის პირები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ - არანაირ დათმობას ადგილი არ ექნება

ტრამპი და კიმ ჩენ ინი ის პირები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ - არანაირ დათმობას ადგილი არ ექნება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არანაირ დათმობაზე არ წავა ჩრდილოერთ კორეასთან, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა შეხვედრა კიმ ჩენ ინთან.

ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„კიმ ჩენ ინმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საბოლოო დენუკლეარიზაცია მოლაპარაკებებზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყოს“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყების სანაცვლოდ არაფერი გაუღია.

„დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ის პირები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ მაღალ დონეზე. ისინი განსაზღვრავენ მოლაპარაკებების სამომავლო ფორმატს. თუმცა, არ ღირს მცდარი აზრის ქონა: არანაირ დათმობას არ ექნება ადგილი“, - დასძინა მაიკლ პომპეომ.