დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

12 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, 13 მარტს, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან მოსალოდნელია თბილი ჰაერის მასების გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას მოახდენს კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.