სარატოვის ოლქში ФСБ-მ ტერაქტი აღკვეთა

სარატოვის ოლქში ФСБ-მ ტერაქტი აღკვეთა

სარატოვის ოლქში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ გაავრცელა. 

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სარატოვის ოლქში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომელსაც ტერორისტული ქსელის წევრები გეგმავდნენ“, - ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში. 

უწყებაში აღნიშნეს, რომ დღეს დამნაშავეების დაკავებისას მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

დაკავების შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე ТТ-ს და Макаров-ის ტიპის იარაღი.