საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია – ხან ასე, ხან ისე არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აცხადებს.

კანდელაკის შეფასებით, ასეთი ტიპის მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება.

„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ჰპირდებოდა. ამ დაპირების კონტექსტში მათ საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნეს. დღეს არათანმიმდევრულობას ვხედავთ. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ცდილობს, მაშინ, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ სწორედ თანმიმდევრულობის კონტექსტში არის ხელისუფლებისადმი შეთავაზება „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის“ შექმნის და სანქცირების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რომელიც იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ვინც მკვლელობებს ჩაიდენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.