უმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის

უმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი, დროის გაწელვას ცდილობს. 

„სინამდვილეში ხდება ის, რომ სანქციებთან დაკავშირებული საკითხი შესათანხმებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ანუ თუკი დავაზუსტებთ, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეთანხმებული. ამიტომ სჭირდებათ დროის გაწელვა და ქმნიან დიალოგის ილუზიას. პარლამენტის რეზოლუციაში ელემენტარული რამ უნდა ჩაიწეროს, რომ შედგება სია, სადაც იმ ადამიანების შეყვანა მოხდება, რომლებმაც არაადამიანური ქმედება ჩაიდინეს და ხალხი დახოცეს, ასევე სიაში უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც ყოველივე ამას შეუწყეს ხელი. რა სირთულეა ამის გაკეთებაში?!“ – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.