პრემიერი:  ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება

პრემიერი: ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება

ვიზალიბერალიზაციას შეჩერების საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

უფრო ვრცელი კომენტარი აღნიშნულ საკითხზე პრემიერს არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 8-9 მარტს ბრიუსელში იუსტიციისა და შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომა იმართება. დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრაციის პრობლემებს განიხილავს. შეხვედრაზე გერმანიის შს მინისტრი საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს.