ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული

ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული

ყველანი ვართ ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხდა.

"ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული. მინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი. მეტს ამ წუთას ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.