შემაშფოთებელია, რომ 22 თებერვლის ფატალური ინციდენტიდან ორი კვირის თავზე ამ საქმეზე პროგრესი არ არის

შემაშფოთებელია, რომ 22 თებერვლის ფატალური ინციდენტიდან ორი კვირის თავზე ამ საქმეზე პროგრესი არ არის

 შემაშფოთებელია, რომ 22 თებერვლის ფატალური ინციდენტიდან ორი კვირის თავზე ამ საქმეზე პროგრესი არ არის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარმა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი ემსახურებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის მომზადებას, მაგრამ მათ საჭიროდ ჩათვალეს აქცენტის გაკეთება ამ ინციდენტზე, რომელსაც „საერთო გარემოზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

„ვალდებულებაა, რომ ნათესავებს მიეცეთ საშუალება დაკრძალონ გარდაცვლილი პირი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ორი გათავისუფლებული პირის შეზღუდვების გარეშე გადაადგილება და ოჯახებში დაბრუნება. ეს ინციდენტი უარყოფით გავლენას ახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე.

ისევე, როგორც 2018 წლის 26 თებერვლის ჩვენს განცხადებაში, ასევე დღესაც დისკუსიების დროს მოვუწოდეთ, რათა ცხედარი გადასცენ გარდაცვლილის ახლობლებს და მისცენ ორ დაკავებულ პირს თავისუფლად გადაადგილების საშუალება“, - აღნიშნა ტოვიო კლაარმა.