ვლადიმერ პუტინი: ტრამპმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის კეთილგონიერი ადამიანია

ვლადიმერ პუტინი: ტრამპმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ის კეთილგონიერი ადამიანია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

მისი თქმით, „დონალდ ტრამპთან შეიძლება მოლაპარაკება და კომპრომისების გამოძებნა განსხვავებით ამერიკული სისტემისა, რომელიც არაეფექტური და არაპროგნოზირებადია“. 

„არანაირი იმედგაცრუება არ არის და არც შეიძლება იყოს. სუფთა ადამიანური კუთხით დონალდ ტრამპმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, ის კეთილგონიერი ადამიანია. როდესაც საქმეებზე ვსაუბრობდით, ის დეტალებს ეძიებოდა. მასთან მოლაპარაკება, რაღაც კომპრომისების გამონახვა შეიძლება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ახალ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლიო წესრიგი 2018“ მიცემულ ინტერვიუში. 

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას მასში ამერიკული სისტემა იწვევს.

„მე იმედგაცრუებული არა პარტნიორით, არამედ სისტემით ვარ, ვინაიდან ამერიკული სისტემა არაეფექტურია, ხოლო ასეთ სისტემასთან ურთიერთქმედება რთულია, ვინაიდან ის არაპროგნოზირებადია“, - დასძინა მან.