8-დან 10 მარტამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი, 10 მარტს კი ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

8-დან 10 მარტამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი, 10 მარტს კი ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 10 მარტამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი, ხოლო 10 მარტს ღამით ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

“8-დან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.