წყეულიმც იყოს თქვენი რეზოლუცია! თქვენ კაცობრიობას ატყუებთ

წყეულიმც იყოს თქვენი რეზოლუცია! თქვენ კაცობრიობას ატყუებთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია გააკრიტიკა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება უმოქმედოა აღმოსავლეთ ღუთაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებაში.

„გაერო-ს უშიშროების საბჭო, წყეულიმც იყოს თქვენი რეზოლუცია! რა აზრი აქვს ამ რეზოლუციას თუ ის არ სრულდება? თქვენ კაცობრიობას ატყუებთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ ღუთაში შექმნილ სიტუაციაზე.

„მსოფლიო გაცილებით მეტია, ვიდრე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი. მსოფლიო წყობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, კაცობრიობის დაცინვაა“, - აღნიშნა მან.