კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ორი ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები

კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ორი ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები

კიევში, მეტროსადგურ „ლესნაიასთან“ ორი ხელყუმბარა აფეთქდა, დაიწვა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, არიან დაშავებულები. ამის შესახებ УНН იუწყება.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ორმა შეიარაღებულმა პირმა ხელყუმბარები ააფეთქეს და მიიმალნენ. კიევსა და კიევის ოლქში მათ დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.

დაშავებულებმა ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები მიიღეს, გამოყენებული ხელყუმბარების ტიპი ამ ეტაპზე უცნობია.