უმცირესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის შეტანა და სანქცირების მექანიზმის ჩაწერა

უმცირესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის შეტანა და სანქცირების მექანიზმის ჩაწერა

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ბოკერიას თქმით, უმცირესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის შეტანა და სანქცირების მექანიზმის ჩაწერა. 

“პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციის ტექსტში იყოს სანქცირების ინსტრუმენტი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ მის მიღმა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ხელს აფარებს მათ. ჩვენ იმის ილუზიას არ ვქმნით, რომ ეს სანქციები არის ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ეს არის იმ რისკების შემცირება, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან. ჩვენ ვხედავთ შანსს, რომ ამ საკითხებზე შეთანხება მიიღწეს და ასეთი ინსტუმენტი მიიღოს პარლამენტმა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.