თუ დადასტურდა, რომ რუსეთი ჩარეულია ინციდენტში, რის გამოც რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ბრიტანეთი ამას მტკიცე პასუხს გასცემს

თუ დადასტურდა, რომ რუსეთი ჩარეულია ინციდენტში, რის გამოც რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ბრიტანეთი ამას მტკიცე პასუხს გასცემს

თუ დადასტურდა, რომ რუსეთი ჩარეულია ინციდენტში, რის შედეგადაც რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდა, ბრიტანეთი ამას მტკიცე პასუხს გასცემს, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მრავალი მოსაზრება არსებობს სოლსბერიში მომხდარი შემაშფოთებელი ინციდენტის გარშემო, სადაც 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია უგონო მგდომარეობაში იპოვეს“, - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში, სავარაუდოდ მოწამლული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი გადაიყვანეს. სკრიპალი და მისი ქალიშვილი შეუძლოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მდებარე სკვერში გახდნენ. ორივემ გონება დაკარგა. სპეციალისტებმა ადგილზე აღმოაჩინეს უცნობი ნივთი, რომელიც გადასამოწმებლად ლაბორატორიაში გადაიტანეს.