მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხზე კონსულტაცია მიმდინარეობს

მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხზე კონსულტაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესა და უმცირესობას შორის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხზე კონსულტაცია მიმდინარეობს. 

კონსულტაციაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და დავით ბაქრაძე იღებენ. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ განუცხადა, კონსულტაციის მიზანია, მოხდეს ერთობლივი რეზოლუციის შეჯერება „ევროპულ საქართველოსა“ და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც ესწრება.