ნიკი ჰეილი: გაერო-ში ისრაელს ჩაგრავენ

ნიკი ჰეილი: გაერო-ში ისრაელს ჩაგრავენ

გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ამერიკა-ისრაელის საჯარო საქმეთა კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაერო გააკრიტიკა. 

„გაერო-ში ისრაელს ჩაგრავენ. ის იჩაგრება, რადგან ქვეყნები, რომლებსაც ისრაელი არ მოსწონთ, მიეჩვივნენ, რომ ეს შერჩებათ. ჩემთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა ჰეილიმ.

ნიკი ჰეილის განცხადებები ორშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრისას გაკეთებულ კომენტარებს ეთანხმება. 

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შესაძლოა, მაისში, აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით იერუსალიმს ესტუმროს. მისი თქმით, საელჩო მალე აშენდება. 

„იერუსალიმი იყო, არის და იქნება ისრაელის დედაქალაქი“, - აღნიშნა ჰეილიმ შეხვედრაზე.