სკოლის სამეურვეუო საბჭოს წარმომადგენლები ნაცმოძრაობის კოორდინატორები არიან

სკოლის სამეურვეუო საბჭოს წარმომადგენლები ნაცმოძრაობის კოორდინატორები არიან

თბილისის სკოლებში სამეურვეო  საბჭოს თვითმმართველობის წარმომადგენლები სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები არიან. ამის შესახებ ერთ ერთმა კოორდინატორმა, რუსო წიკლაურმა გუშინ შალვა რამიშვილის გადაცემაში, „აკრედიტაციის გარეშე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ თანამდებობებზე ისინი ფორმალურად არიან გაფორმებულები, სინამდვილეში კი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს იცავენ. როგორც კოორდინატორი განმარტავს,  ეს სისტემა დღეს დღეობით თბილისის ყველა სკოლაში და ბაღში მოქმედებს.

„სკოლებში ისინი სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, ბაღებში კი ბაღის გამგის მოადგილეები ან კოორდინატორები“, - განააცხადა წიკლაურმა

მისივე თქმით, მათ ხელფასი ამ ეტაპზე ოფიციალურად 500 ლარია, საიდანაც 320 ლარი ბანკში ირიცხება, ხოლო დანარჩენს კი ე.წ. „ხელზე“ იღებენ.

„ასეთი პრინციპით იღებენ ხელფასს ჩემი 23 მოადგილეებიც, რომელთა ხელფასი 150 ლარია“, - აღნიშნა წიკლაურმა.