ოქტომბრის არჩევნები - საქართველოს დემოკრატიის ტესტი

ოქტომბრის არჩევნები - საქართველოს დემოკრატიის ტესტი

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას არჩევნებისთვის სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. სტრასბურგში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას, ევროსაბჭოს წევრმა ანდრეას მავერინიუსმა, რომელიც სხდომაზე უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშთონის სახელით გამოვიდა, ცალსახად აღნიშნა, რომ პლურალისტური არჩევნები ძლიერ ოპოზიციას საჭიროებს, რომელიც თანაბარ საარჩევნო პირობებში იმოქმედებს, ხელისუფლება კი აშკარად მიმართავს საკუთარ ძალებს ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მედია გარემოსაც და აღნიშნეს, რომ კრიტიკულად განწყობილ ტელე-არხებს ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირება ეზღუდებათ. „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა გადამწყვეტი იქნება.“ -აღნიშნა ანდრეას მავერინიუსმა.

http://www.europarl.europa.eu/ep-live/en/plenary/video?mode=unit&vodId=1341419796887#