გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია "ქართული ოცნებას" 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის გასამართად ქალაქის ცენტრალური მოედანის გამოყოფაზე უარი უთხრა. ამის მიუხედავად, აქცია გორში 15 ივლისს, 19 საათზე გაიმართება. აქციის გამართვის ადგილი კი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე გორის მუნიციპალიტეტი ოფიციალურ ნებართვას გასცემს.
"ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირველ წინადადებაზე ყოველთვის უარს გვეუბნება, ამავე დროს, როცა მეორე შეთავაზება გაქვს ხოლმე, ნებართვას ვიღებთ. ჩვენ ამ შემთხვევაშიც შევთავაზეთ გორის გამგეობას აქციის ჩატარებისთვის ალტერნატიული ადგილი და ველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.