მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის შესახებ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.