დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მუსლიმები არ უყვარს, სიმართლეს არ შეესაბამება

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მუსლიმები არ უყვარს, სიმართლეს არ შეესაბამება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მუსლიმები არ უყვარს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიტანულ ტელეარხ ITV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

კითხვაზე, ვერ იტანს თუ არა ის მუსლიმებს, აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „არა. ეს ტყუილია. მე ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ თუ ვინმე ცუდი ადამიანია, ჩვენ მათ რამე უნდა მოვუხერხოთ. მე ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს მუსლიმებთან და მე კარგი მხარდაჭერა მქონდა მუსლიმების მხრიდან ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დროს“. 

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტისას მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ხალხს იარაღის ტარების უფლება რომ ჰქონოდა.

„განვიხილოთ პარიზის შემთხვევა, სადაც იარაღის ბრუნვაზე ძალიან მკაცრი კონტროლია. გავიხსენოთ თუ რა მოხდა პარიზში, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ბოროტმოქმედები იარაღით გადაადგილდებოდნენ და ხალხს კლავდნენ. იარაღი მხოლოდ ბოროტმოქმედებს ჰქონდათ. იქ ვინმე იარაღით რომ აღმოჩენილიყო, გაცილებით ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.