მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის, საულიუს სკვერნელისის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. ცერემონიალზე გაჟღერდა ლიტვისა და საქართველოსა ჰიმნები. 

გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე - ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.