კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების გაუხმაურებელ შეხვედრებს ადასტურებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრები იმართება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ასეთი შეხვედრები ხდება, რომელთა შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვავრცელებთ“, - განაცხადა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო არხზე Россия 1 გამოსვლისას კითხვაზე, რომელიც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრებს ეხებოდა.