სინოდის სხდომა სტუდია "ჯი ენ ესის" მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო. ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტს, რომელიც ჟურნალისტებმა ფარულად ჩაწერეს გიგი უგულავა ტყუილსა და ცილისწამებაში სდებს ბრალს. საუბარია იმ ვიდეო-ჩანაწერზე, სადაც მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ გიგი უგულავა პატრიარქს ყვირილით ელაპარაკება. მიტროპოლიტის სკანდალურ ინფორმაციაზე საპატრიარქო ჯერ ჯერობით განცხადებას არ აკეთებს, თავად მეუფე კი თვლის რომ მას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, თუმცა ფარული ჩანაწერის გაკეთებას გმობს. ბორჯომ -ბაკურიანის მიტროპოლიტის საუბრის ეთერში გასვლის შემდეგ, თბილისის მერი სასულიერი პირებს მეორედ მოსვლით დაემუქრა. სინოდის სხდომა ხუთ ივლისს დაინიშნა.