ირაკლი ალასანიას შეხვედრამ ზუგდიდში, ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით ჩაიარა

ირაკლი ალასანიას შეხვედრამ ზუგდიდში, ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით ჩაიარა

ყურადღება!!!
ვიდეო შეიცავს უცენზურო ფრაზებსა და ჟესტებს!!!
ზუგდიდში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით მიმდინარეობდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდამ შეხვედრის ჩაშლა სცადა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდები შემოგზავნილები არიან და არცერთი მათგანი მათ მეზობლად არ ცხოვრობს, რაც უცნობმა პირებმა თავადაც დაადასტურეს. ისინი მედიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ახალგაზრდები ხელით ეხებოდნენ კამერასა და მიკროფონს, ჟურნალისტებს კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხმაურის ავტორები ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად ახლომდებარე ქუჩაზე შეიკრიბნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით QKM-777 ადგილზე დატოვა, თავად კი მიიმალა. მასთან ერთად ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდნენ საკრებულოს „ნაციონალი" წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროს თემურ ბასილაია.