„ქართული ოცნების“ კარდაკარის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემებს უქმნიან

„ქართული ოცნების“ კარდაკარის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემებს უქმნიან

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული "კარდაკარის" ერთკვირიანი შედეგები წარმოადგინა და პროგრამის შესახებ საზოგადოებას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. ქუცნაშვილის თქმით, „კარდაკარი,“ რომელშიც 8000-მდე ადამიანია ჩართული, უკვე 65 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს.

„დღეს ამ პროგრამას კიდევ ორი ოლქი შეემატა. კერძოდ, თეთრი წყარო და ბოლნისის საარჩევნო ოლქები. სულ მალე კარდაკარი დანარჩენ ოლქებშიც ამოქმედდება. კარდაკარის მონაწილეები ძალიან ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან. მათ ართმევენ და უხევენ ე.წ პასპორტებს, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთა სიას და კიდევ დამატებით პუნქტებს ამომრჩეველთა სხვა ფაქტობრივი მონაცემების გამოსაკვლევად. ამას აკეთებენ ძირითადად ადგილობრივი რაიონების გამგებლები. შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა კახეთში, თუმცა ჩვენ ამ პრობლემას არ შევუშინდებით და ვაგრძელებთ სიების გადამოწმებას,“- განაცხადა ქუცნაშვილმა.