ამერიკის პრეზიდენტს თავის განცხადებაში მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება

ამერიკის პრეზიდენტს თავის განცხადებაში მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავის განცხადებაში იერუსალიმთან დაკავშირებით მხედველობაში ჰქონდა რეალობის აღიარება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.

„მე ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა თქვა თავის განცხადებაში, აღიარება - ეს არის უბრალოდ რეალობის აღიარება. ისრაელის ყველა სამთავრობო დაწესებულება, ძირითადად, იერუსალიმში მდებარეობს. ამიტომ აშშ უბრალოდ აცნობიერებს ამ რეალობას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონტექსტში, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, ამერიკა მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თუკი ეს ორივე მხარის სურვილი იქნება. მანვე განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ასრულებს იერუსალიმის სტატუსს, რასაც ჯერ კიდევ განიხილავენ მხარეები და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.