უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძის ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი განმარტეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილის ბიძის ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი განმარტეს

უკრაინელი მესაზღვრეები მიხეილ სააკაშვილის ბიძის ქვეყანაში არ შეშვების მზეზს განმარტავენ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, რომ პარასკევს, 15:00 საათზე თურქეთიდან ჩამოსულ მოქალაქეთა საპასპორტო კონტროლის დროს, საქართველოს მოქალაქემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ტრანზიტით მიემგზავრებოდა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში დარჩენას აპირებდა.

უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მოქალაქის უკრაინაში ბინადრობის უფლების შესახებ ცნობას ვადა 2017 წლის ივლისში გაუვიდა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა უკრაინაში შესვლის მიზეზი ვერ განმარტა. „ამიტომ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მას უარი ეთქვა უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე. ამ დროისთვის ის თავის რეისს უცდის“, - განაცხადა სლობოდიანმა.

მას დაკავებული მგზავრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, რაც იმით ახსნა, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, მაგრამ მისი თქმით, საუბარია სააკაშვილის ბიძის შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძამისი, თემურ ალასანია უკვე სამი საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და ქვეყანაში არ უშვებენ. „ბიძაჩემი აშშ-ში ცხოვრობს. ის მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატია. წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ჩემს სანახავად ჩამოვიდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.